Tuesday, April 20, 2010

თანამედროვეობის 5 ყველაზე უცნაური რეკორდი

გრძელი ყურები
ყველაზე გრძელი ძაღლის ყურები 2004 წლის 29 სექტემბერს გაზომეს. მისი მფლობელია მეძებარი, სახელად ტიგერი, რომლის პატრონები, ბრაიან და კრისტინა ფლესნერები, ილინოისის შტატის ქალაქ სენტ–ჯოზეფში ცხოვრობენ. ძაღლის მარჯვენა ყურის სიგრძე 34,9, ხოლო მარცხენის – 34,2 სანტიმეტრს შეადგენს.


ჰამბურგერი
2006 წლის 31 ივლისს გრილ-ბარში, რომელიც ტაილანდში მდებარეობს, დაამზადეს ყველაზე დიდი ჰამბურგერი, რომლის წონამ 35,6 კილოგრამი შეადგინა.

10 გველი პირში
2006 წლის 9 ნოემბერს, ამერიკელმა ჯეკი ბიბიმ, სხვათა დახმარების გარეშე შეძლო 10 წამის განმავლობაში პირით კუდით დაეჭირა 10 ჩხრიალა გველი.

კრუგერის ოცნება
მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკის მცხოვრები ფეიზელ ბუზი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონი მოხვდა. იგი ფრჩხილებს 25 წლის მანძილზე არ იჭრიდა, რის შედეგადაც მისი 10 ფრჩხილის ჯამურმა სიგრძემ 931 სანტიმეტრი შეადგინა




















რძის ცრემლები
თურქმა ილკერ იმაზმა სახელი იმით გაითქვა, რომ თვალიდან 279,5 სანტიმეტრის სიგრძის რძის ნაკადი გამოუშვა. ეს უჩვეულო რეკორდი 2005 წლის 1 სექტემბერს სტამბოლში სასტუმრო ,,არმადა ჰოტელში" დაფიქსირდა.



Wednesday, April 7, 2010

გია დვალი ფუნდამენტური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე


18 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა გია დვალმა მორიგი ლექცია წაიკითხა. ფიზიკოსის ორი ლექცია თემაზე „კოსმოლოგია და ნაწილაკების ფიზიკა 21-ე საუკუნეში“ საქართველოში პროფესორის რამდენიმე დღიან ვიზიტს დაემთხვა.ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის ჩEღN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. პერიოდულად გია დვალი სამშობლოში ჩამოდის და თავის ცოდნას ქართველ კოლეგებს და სტუდენტებს უზიარებს.გია დვალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1985 წელს დაამთავრა. 1992 წელს კი, თეორიულ ფიზიკაში ხარისხი მოიპოვა. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანმა გადასცა.ფიზიკოსის სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. ჰუმბოლდტის ფონდი არის გერმანიის სახელმწიფო ფონდი, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს. ფონდი ასევე გასცემს სხვადასხვა ჯილდოებს და პრემიებს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერთათვის. გამოჩენილ მეცნიერებს გადაეცემათ ჰუმბოლდტის პრემია და ჰუმბოლდტის პროფესურა, რომელიც გასულ წელს ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა მიიღო.ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ.„ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად, როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის“, - აღნიშნა გია დვალმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის დაწყებამდე.თანამედროვე მიღწევები კოსმოლოგიაში, გრავიტაციასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფუნდამეტური საფუძვლების თეორიული გააზრება – ყოველივე ეს პროფესორმა გია დვალმა ორსაათიან ლექციაზე მიმოიხილა.„გვაქვს ფაქტები, იქმნება თეორია, შემდეგ ყალიბდება წინასწარმეტყველება და ექსპერიმენტების საშუალებით ვცდილობთ შემოწმებას“, - ამბობს გია დვალი, რომელიც ამჟამად კოსმოლოგიური დაკვირვებებით და ახალი თაობის ექსპერიმენტებით ცდილობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და კოსმოლოგიის გარკვეული კონცეფციებისა და იდეების გადამოწმებას.„მსგავსი ლექციები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვისაც მეცნიერება აინტერესებს, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულნი უახლესი კვლევების შესახებ და პირველი პირიდან მოისმინონ თუ რაზე მუშაობს დღეს თანამედროვე მეცნიერება“, - აღნიშნა ფიზიკოსმა გია დვალმა.

მან რეი

მან რეი (Man Ray; დ. 27 აგვისტო, 1890 – გ. 18 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მოდერნისტი ხელოვანი, მოღვაწეობდა პარიზში, საფრანგეთი. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს დადაიზმისა და სიურეალიზმის მიმდინარეობებში. ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდისტული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს პირველ რიგში მხატვარს უწოდებდა.
1999 წელს ჟურნალმა "არტნიუსმა" მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა
]1915 წელს მან რეის პირველი სოლო გამოფენა მოეწყო. 1913 წელს მან რეი შეხვდა მის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს. მათ იქორწინეს 1914 წელს და 1937 წელს განქორწინდნენ.
ნიუ იორკში ცხოვრების პერიოდში მის მეგობარ,
მარსელ დიუშანთან ერთად, ის ცდილობს ჩამოაყალიბოს დადაიზმის ამერიკული განშტოება, მიმდინარეობის, რომელიც დაიწყო ევროპაში, როგორც ტრადიციული ხელოვნებიდან რადიკალური გადახვევა. რამდენიმე არასახარბიელო ცდის შემდეგ, მან რეიმ განაცხადა: "დადას არ შეუძლია ნიუ იორკში ცხოვრება."1921 წლის ივლისში იგი გადავიდა პარიზში, საფრანგეთში, სადაც მას შეუყვარდა კიკი დე მონტპარნასე (ელის პრინი), მსახიობი და მოდელი. კიკი იყო მან რეის კომპანიონი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. ის გახდა რეის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფული გამოსახულების ობიექტი და იღებდა მონაწილეობას მის ექსპერიმენტალურ ფილმებში. 1929 წელს მან რეიმ დაიწყო რომანი სიურრეალისტ ფოტოგრაფთან, ლი მილერთან.
შემდეგი 20 წლის განმავლობაში მან რეიმ მონპარნასში შეძლო თავისი ნიშანი დაედო ფოტოგრაფიისთვის. იმ დროის დიდი მსახიობები, როგორიცაა
ჯეიმზ ჯოისი, გერტრუდა სტაინი და შონ კოქტო პოზირებდნენ მისი კამერის წინ.
შონ არპის, მაქს ერნსტის, ანდრე მასონის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოსთან ერთად, მან რეი იყო წარდგენილი სურრეალისტების პირველ გამოფენაზე პიერის გალერეაში, პარიზში 1925 წელს. ლი მილერთან - მის ფოტოგრაფიის ასისტენტთან და საყვარელთან ერთად - მან რეიმ შექმნა ფოტოგრამების გამოყენების ტექნიკა, რომელსაც რეიგრაფები დაარქვა. მან რეიმ ასევე შექმნა ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია.
მოგვიანებით მან რეი დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ის ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში, ცხოვრობდა 1940-1951 წლებში. ლოს ანჯელესში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მან რეი შეხვდა ჯულიეტ ბროუნერს, მოცეკვავესა და ექსპერიმენტალურ მოდელს. მათ თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთად ცხოვრება და იქორწინეს 1946 წელს, ორმაგ ქორწინებაში მათ მეგობრებთან მაქს ერნსტთან და დოროთი ტანინგთან ერთად.
მან რეი მიწას მიაბარეს
მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ჟულიეტ ბროუნერი 1991წელს მან რეის გვერდით დაკრძალეს. მის ეპიგრაფში იკითხება: "კვლავ ერთად".

ლუვრი







ლუვრის ისტორია იწყება 1200 წლიდან , მაშინ როდესაც მეფე ფილიპ-ოგუსტმა მდინარე სენასთან ახლოს თავდაცვის მიზნით ციხე-სიმაგრე ააშენებინა. თავიდან ამ ნაგებობას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობის და არქივის შესანახად. XIV-საუკუნეში ,შარლ V , ბრძენად წოდებულმა ამოირჩია ეს ნაგებობა საცხოვრებლად და ააშენა ცნობილი ბიბლიოთეკა რომლის ზედმეტი სახელითაც შევიდა ეს შენობა ისტორიაში.მისი მეფობის შემდეგ იქ არ უცხოვრია არცერთ მეფეს 1546წლამდე. ამ წელს კი ფრანსუა I-მა არქიტექტორ პიერ ლესკოს დაავალა რენესანსის ეპოქისათვის შესაფერისი სასახლე აეშენებინა. ამგვარად დაინგრა ძველი ციხე-სიმაგრე და ააგეს ახალი.მშენებლობა გაგრძელდა ანრი II-დროს.მისი გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა(დედოფალმა)კატრინ მედიჩიმ მშენებლობა გადააბარა ფილიპ დელორმს,რომელსაც ასევე ტუილრის სასახლის აშენება და ლუვრთან მიერთება დაევალა. მშენებლობა გრძელდებოდა ანრი IV, ლუიXIII,და ლუი XIV ეპოქაში,მაგრამ 1682 წლიდან სამეფო დინასტია გადავიდა ვერსალში და მიტოვებული სამუშაოები იმდენად განადგურდა,რომ მისი დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგში. შეიძლება ითქვას,რომ 1789 წლის 6 ოქტომბრის მანიფესტაციის მონაწილეებმა,რომელთაც ვერსალს მიაშურეს პროტესტის ნიშნად, გადაარჩინეს ლუვრი, რადგანაც სამეფო კარი კვლავ ლუვრში დაბრუნდა საცხოვრებლად.რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის და ნაპოლეონ III პერიოდში გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები.ამ დროისათვის ლუვრში უკვე ინახებოდა რამდენიმე მეფის მიერ მოგროვებული ხელოვ-ნების საუკეთესო ნიმუში. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ .სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიპტის ბერძნული, რომაული, ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა.დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი "გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქცია სასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ. მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი-ლუვრი.

Tuesday, March 30, 2010

კემბრიჯის უნივერსიტეტი


ემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან. (ჩიკაგოს უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი).
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია.
საერთო ინფორმაცია [რედაქტირება]
უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი კანცლერი მსუ ედინბურგის დუკია, ვიცე-კანცლერი კი პროფ. ალისონ რიჩარდი. კანცლერის თანამდებობა მუდმივია და უმეტესწილად სიმბოლური, ხოლო ვიცე-კანცლერი კი აღმასრულებელ მმართველად ითვლება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მხოლოდ საკუთარი წევრები არიან, გარე წარმომადგენლების გარეშე. მთავარი ავტორიტეტი ე.წ. მმართველი პალატაა (Regent House), რომლის წევრებიც კემბრიჯის აკადემიური თანამშრობლები არიან, თუმცა ძირითადი საქმიანობა საკონსულოს მიერ ხორცილედება. სენატი შედგება ყველა მაგისტრანტისა და უფრო მაღალი ხარისხის მფლობელთაგან. ის ირჩევს კანცლერს და 1926 წლიდან მისი როლი ძირითად ამით შემოიფარგლება.

კინგსის კოლეჯის კამპუსი

კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. პირველი კოლეჯი სახელად პიტერჰაუზი დაფუძნდა 1284 წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაზე ახალგაზრდა კოლეჯია რობინსონი (1970). 
შუა საუკუნეებში კოლეჯები იქმნებოდა რათა მათ სტუდენტებს ამ კოლეჯთა დამფუძნებლების სულებისთვის ელოცათ. ამ მიზეზით ისინი ხშირად სააბატოებთან ასოცირდებოდნენ. თუმცა 1536 წელს მონასტერთა გაუქმებასთან დაკავშირებით, მეფე ჰენრი VIII-მ ბრძანა გაეუქმებინათ უნივერსიტეტში კანონიკის სწავლების ფაკულტეტი და შეეწყვიტათ სქოლასტიკური ფილოსოფიის სწავლება. ამას შედეგად კოლეჯთა კურიკულუმის ფოკუსის შეცვლა მოჰყვა - კანონიკის ნაცვლად შემოიღეს კლასიკური მეცნიერებანი, ბიბლია და მათემატიკა.
კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ. მათემატიკის ტრიპოსი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და მის კურსდამთავრებულად ისეთი გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერები იყვნენ, როგორცაა ჯეიმს კლერკ მაქსველი, ლორდ კელვინი და ლორდ რალეი. მიუხედავად საგანთა სიმრავლისა კემბრიჯი მათემატიკას დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ისააკ ნიუტონის ინსტიტუტი, უნივერსიტეტის ნაწილი, ბრიტანეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტად ითვლება მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში.

დასაწყისში ყველა სტუდენტი მამაკაცი იყო. პირველი ქალთა კოლეჯები იყო გირტონის კოლეჯი (1869) და ნიუნჰამის კოლეჯი (1872). პირველი გამოცდები ქალი-სტუდენტებისთვის 1882 წელს ჩატარდა, თუმცა ქალთა უნივერსიტეტის სრულ წევრებად გახდომა 1947 წლამდე ვერ მოხერხდა, 20 წლით გვიან ვინემ ოქსფორდში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება კემბრიჯს ქალთათვის ხარისხი ამ დრომდე არ გაუცია, ფაქტიურად მოყოლებული მე-19 საუკუნიდან ქალები დაშვებულ იყვნენ კურსებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ნიშნების ფურცელს ოფიციალურად იღებდნენ, რაც სხვა ინსტიტუტების მიერ ხარისხად ითვლებოდა. უკვე მე-20 საუკუნიდან ქალებს შეეძლოთ ე.წ. ტიტულარული ხარისხის მიღება. განსხვავება ის იყო, რომ სრული ხარისხის გარეშე ქალებს არ შეეძლოთ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქალთა კოლეჯების სიმცირის გამო ისინი შევიწროებულნი იყვნენ 1960 წლამდე, როცა კოლეჯებში სქესთა შერევა დაშვებულ იქნა. 
ამჟამად 31 კოლეჯიდან 28 შერეულია, დანარჩენი სამი კი ექსკლუზიურად ქალთათვის არის (ლუსი კავენდიში, ნიუ-ჰოლი და ნიუნჰამი). მაგდალენი ბოლო მამაკაცთა კოლეჯი იყო, რომელიც მხოლოდ 1988 წელს გახდა შერეული.

Monday, March 29, 2010

საიტების მონიტორინგი


დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მეტად დაინტერესებულია პოლიტიკით. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ პოლიტიკაზე ორიენტირებული მედიაა. პოლიტიკაა ყველგან, ტელევიზიებში, რადიოში, ბეჭდურ მედიაში, ინტერნეტში. თითოეული ტელე თუ რადიო კომპანია ცდილობს მაქსიმალურად მეტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კი ინტერნეტია. მაგალითად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე მოთავსებულია უამრავი ინფორმაცია. ახალი ამბები საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერის" პარალელურად საიტზეც იტვირთება შესაბამისი ვიდეობით და ყველას აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ინფორმაციას გაეცნოს. საიტი ლამაზად არის შეფუთული რაც მომხმარებლებს ალბათ უფრო იზიდავს, აქ განთავსებულია ყველა გადაცემის პრომო რგოლები და საარქივო მასალები და ერთი დაკლიკებით ჩვენ სასურველ გადაცემას ვუყურებთ კიდეც. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ინფორმაციების მოცულობა. ისინი არ არის დიდი ზომის არამედ მოკლედ და ლაკონურად ჩამოყალიბებული, შესაბამისად მისი წაკითხვა დამღლელი არის. თუკი ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ტელევიზორს ვუყუროთ მაშინ საიტით შევიტყობთ ყველა იმ ინფორმაციას რასაც კურიერი გადმოსცემს. აქ ასევე განთავსებელია უამრავი სახის სარეკლამო ინფორმაცია რაც
შესაძლოა ხალხისთვის საინტერესი იყოს. როგორიცაა: ყვავილების ინტერნეტ მაღაზიები, ყვავილების მოყვარულთათვის. რუსთავი 2-ის საიტის მეშვეობით ყვავილების მოყვარულებს საშუალება აქვთ შინიდან გაუსვლელად მიიღონ სასურველი ინფორმაცია ამა თუ იმ მცენარის შესახებ. ასევე პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოებული მშენებლობები და ა.შ. ეს ყველაფერი არ ჩანს გადატვირთულად არამედ ყველაფერი ერთიანობის იერს ქმნის რათა საიტი არ იყოს ზედმეტად ,, მხოლოდ რუსთავი 2" რაც საბოლოო ჯამში ალბათ სასურველ შედეგს ქმნის. ყოველდღიურად ამ ვებ-გვერდით უამრავი ადამიანი სარგებლობს. საიტის სტუმრების საერთო რაოდენონა კი დღესდღეობით 93476853-ია.