
Wednesday, March 31, 2010
Tuesday, March 30, 2010
კემბრიჯის უნივერსიტეტი

ემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან. (ჩიკაგოს უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი).
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია.
საერთო ინფორმაცია [რედაქტირება]
უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი კანცლერი მსუ ედინბურგის დუკია, ვიცე-კანცლერი კი პროფ. ალისონ რიჩარდი. კანცლერის თანამდებობა მუდმივია და უმეტესწილად სიმბოლური, ხოლო ვიცე-კანცლერი კი აღმასრულებელ მმართველად ითვლება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მხოლოდ საკუთარი წევრები არიან, გარე წარმომადგენლების გარეშე. მთავარი ავტორიტეტი ე.წ. მმართველი პალატაა (Regent House), რომლის წევრებიც კემბრიჯის აკადემიური თანამშრობლები არიან, თუმცა ძირითადი საქმიანობა საკონსულოს მიერ ხორცილედება. სენატი შედგება ყველა მაგისტრანტისა და უფრო მაღალი ხარისხის მფლობელთაგან. ის ირჩევს კანცლერს და 1926 წლიდან მისი როლი ძირითად ამით შემოიფარგლება.
კინგსის კოლეჯის კამპუსი
კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. პირველი კოლეჯი სახელად პიტერჰაუზი დაფუძნდა 1284 წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაზე ახალგაზრდა კოლეჯია რობინსონი (1970).

შუა საუკუნეებში კოლეჯები იქმნებოდა რათა მათ სტუდენტებს ამ კოლეჯთა დამფუძნებლების სულებისთვის ელოცათ. ამ მიზეზით ისინი ხშირად სააბატოებთან ასოცირდებოდნენ. თუმცა 1536 წელს მონასტერთა გაუქმებასთან დაკავშირებით, მეფე ჰენრი VIII-მ ბრძანა გაეუქმებინათ უნივერსიტეტში კანონიკის სწავლების ფაკულტეტი და შეეწყვიტათ სქოლასტიკური ფილოსოფიის სწავლება. ამას შედეგად კოლეჯთა კურიკულუმის ფოკუსის შეცვლა მოჰყვა - კანონიკის ნაცვლად შემოიღეს კლასიკური მეცნიერებანი, ბიბლია და მათემატიკა.
კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ. მათემატიკის ტრიპოსი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და მის კურსდამთავრებულად ისეთი გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერები იყვნენ, როგორცაა ჯეიმს კლერკ მაქსველი, ლორდ კელვინი და ლორდ რალეი. მიუხედავად საგანთა სიმრავლისა კემბრიჯი მათემატიკას დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ისააკ ნიუტონის ინსტიტუტი, უნივერსიტეტის ნაწილი, ბრიტანეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტად ითვლება მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში.
დასაწყისში ყველა სტუდენტი მამაკაცი იყო. პირველი ქალთა კოლეჯები იყო გირტონის კოლეჯი (1869) და ნიუნჰამის კოლეჯი (1872). პირველი გამოცდები ქალი-სტუდენტებისთვის 1882 წელს ჩატარდა, თუმცა ქალთა უნივერსიტეტის სრულ წევრებად გახდომა 1947 წლამდე ვერ მოხერხდა, 20 წლით გვიან ვინემ ოქსფორდში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება კემბრიჯს ქალთათვის ხარისხი ამ დრომდე არ გაუცია, ფაქტიურად მოყოლებული მე-19 საუკუნიდან ქალები დაშვებულ იყვნენ კურსებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ნიშნების ფურცელს ოფიციალურად იღებდნენ, რაც სხვა ინსტიტუტების მიერ ხარისხად ითვლებოდა. უკვე მე-20 საუკუნიდან ქალებს შეეძლოთ ე.წ. ტიტულარული ხარისხის მიღება. განსხვავება ის იყო, რომ სრული ხარისხის გარეშე ქალებს არ შეეძლოთ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქალთა კოლეჯების სიმცირის გამო ისინი შევიწროებულნი იყვნენ 1960 წლამდე, როცა კოლეჯებში სქესთა შერევა დაშვებულ იქნა.
ამჟამად 31 კოლეჯიდან 28 შერეულია, დანარჩენი სამი კი ექსკლუზიურად ქალთათვის არის (ლუსი კავენდიში, ნიუ-ჰოლი და ნიუნჰამი). მაგდალენი ბოლო მამაკაცთა კოლეჯი იყო, რომელიც მხოლოდ 1988 წელს გახდა შერეული.
Monday, March 29, 2010
საიტების მონიტორინგი
დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მეტად დაინტერესებულია პოლიტიკით. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ პოლიტიკაზე ორიენტირებული მედიაა. პოლიტიკაა ყველგან, ტელევიზიებში, რადიოში, ბეჭდურ მედიაში, ინტერნეტში. თითოეული ტელე თუ რადიო კომპანია ცდილობს მაქსიმალურად მეტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კი ინტერნეტია. მაგალითად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე მოთავსებულია უამრავი ინფორმაცია. ახალი ამბები საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერის" პარალელურად საიტზეც იტვირთება შესაბამისი ვიდეობით და ყველას აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ინფორმაციას გაეცნოს. საიტი ლამაზად არის შეფუთული რაც მომხმარებლებს ალბათ უფრო იზიდავს, აქ განთავსებულია ყველა გადაცემის პრომო რგოლები და საარქივო მასალები და ერთი დაკლიკებით ჩვენ სასურველ გადაცემას ვუყურებთ კიდეც. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ინფორმაციების მოცულობა. ისინი არ არის დიდი ზომის არამედ მოკლედ და ლაკონურად ჩამოყალიბებული, შესაბამისად მისი წაკითხვა დამღლელი არის. თუკი ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ტელევიზორს ვუყუროთ მაშინ საიტით შევიტყობთ ყველა იმ ინფორმაციას რასაც კურიერი გადმოსცემს. აქ ასევე განთავსებელია უამრავი სახის სარეკლამო ინფორმაცია რაც
მართლა თოვდა....
,,... დეკემბრის ერთ ცივ საღამოს, როცა გარეთ ზამთრის სუსხი და ცივი ქარი ერთმანეთში ირეოდა და სულიერის ჭაჭანება არ იყო, სუსხისაგან გაყინულ მიწაზე, მხოლოდ ერთი ადამიანი ტოვებდა ძნელად შესამჩნევ ნაკვალევს... პატარა, მაგრამ ძლიერი და მყარი ნაბიჯებით მიდიოდა, რათა ძლიერ ქარს არ წაექცია. კვალი ქალაქის განაპირას მდგარ პატარა ქოხთან შეჩერდა... სახლი პატარა იყო, თუმცა ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი. ერთი შეხედვით გარედან თავლას გავდა, მაგრამ შიგნით მეტად მყუდრო რამ იყო. გოგონა შიგნით შევიდა, დაცვარული ტანსაცმელი გაიხადა და იქვე საკიდზე ჩამოკიდა, ფეხები თბილ, ზამთრის ჩუსტებში შეყო და სასადილოდ გაემართა. სახლი სამი პატარა ოთახისგან შედგებოდა: ერთი საძინებელი იყო, მეორე სამზარეულო, ხოლო მესამე მისაღები ოთახი... გოგომ ისადილა და მისაღებში შევიდა, რამდენიმე ხის პატარა მორი აიღო და ბუხართან ჩამოჯდა. მორები ერთმანეთს დაადო, შემდეგ ქაღალდი დაუმატა და ცეცხლი მოუკიდა. ცეცხლი ნელ-ნელა აინთო, ჯერ ფურცლებს მოეკიდა და მალევე ჩაქრა, შემდეგ კი მორებიც გაწითლდა და ცეცხლიც აგიზგიზდა... ოთახში სითბომ და სიმყუდროვემ დაისადგურა. გოგონამ პატარა ბალიში აიღო და ბუხრის წინ იატაკზე ჩამოჯდა, ცეცხლის გიზგიზმა და შეშის ტკაცუნმა ძილი მოჰგვარა და წამოწვა....
უცებ, მის წინ პატარა კაცუნები გაჩნდნენ, რომლებიც ერთი რურვილის ასრულებას დაჰპირდნენ, შეუსრულებდნენ ყველაფერს რასაც ის მოისურვებდა. გოგონამ თოვლი ინატრა.... და უცებ ერთი ფანტელი ჩამოვარდა ციდან, მას მეორე მოჰყვა, აი კიდევ ერთი... და თოვა დაიწყო. ყველაფერი თეთრად შეიმოსა, ხეები, ეზოები, ქუჩები, სახლები.. გარედან გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმოდა. გოგო სწრაფად ადგა, საკიდზე დაკიდებული თბილი პალტო ჩამოხსნა და ჩაიცვა, თეთრი ბერეტი დაიხურა, ხალთათმანები გაიკეთა, კაშნეც მოიხვია და გარეთ გავიდა.აი გუნდაც მოხვდა, კიდევ ერთი... თვითონაც გააკეთა თოვლის დიდი გუნდა და ვიღაცას ესროლა. შემგედ კი გაიქცა, წაიქცა და სულ თოვლით დაიფარა, მაგრამ ეს ძალიან უხაროდა. პატარა ბავშვებს თოვლის ბაბუის გაკეთებაში მიეხმარა, მერე მათთამ ერთად წრეში ჩადგა და საახალწლო სიმღერა იმღერა თოვლის ბაბუის გარშემო. ბევრი იგუნდავა, ბევრი იცინა და იმხიარულა. თეთრ, ქათქათა ფაფუკ თოვლში ფეხების ნაკვალევით თავისი სახელი დაწერა. ერთი ბიჭი გამოეკიდა დიდი გუნდით ხელში და გაიქცა მაგრამ თოვლში ჩაეფლო. ბიჭმა ხელი გაუწოდა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ... და მათ შორის გაიბა უხილავი, ნაზი გრძნობის ძაფი, რომელიც ორივემ იგრძნო უთქმელად.... და უცებ ყველაფერი გაქრა..
... თვალები რომ გაახილა, ნახევრად ჩამქრალი ნაკვერჩხლები დაინახა, რომლის სუსტი კვამლიც ბუხარში იკარგებოდა. მიხვდა, რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო და გული დაწყდა. ჯერ კიდევ თბილ ოთახში მზის სუსტი სხივი ერთ სწორ ხაზად შემოპარულიყო. გათენდა.... გოგონა წამოჯდა, კიდევ ერთხელ გაახსენდა ლამაზი სიზმარი, თუმცა კაცუნები არსად ჩანდნენ მაგრამ მაინც ინატრა... მიხვდა სისულელე რომ იყო, ფანჯრისკენ გაიხედა, გარეთ თოვდა, მართლა თოვდა......"
ჩემს შესახებ
,, საკუთარი თავის შესახებ საუბარი ძნელია, ამიტომ მოდით ასე ვთქვათ.... ალბათ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ მე მგონია, რომ არასდროს არაფერი არ აიწყება და მთავრდება.. ეს მხოლოდ ჩვენ გვგონია ასე. დასაწყისი ალბათ სამყაროს შექმნა და ის დღე იყო როდესაც ადამიანი გაჩნდა ამ ქვეყნად, მაშინ მისი ცხოვრების წიგნი დაიწერა ღვთისაგან, ბედის წიგნი... სწორედ ამ წიგნს მიყვება ყოველი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ბევრ რამეს ხედავს, ბევრ რამესაც იწყებს და ამთავრებს: სწავლას, სამსახურს, ურთიერთობას, სიყვარულს... თუმცა. თუ სიყვარული დაიწყება ის როგორ უნდა დამთავრდეს? როცა ერთმანეთს შორდებიან, ზოგისთვის ამით ცხოვრება მთავრდება, მაგრამ ერთი ადამიანის ცხოვრება ხომ მეორე ადამიანთან შეხვედრით არ იწყება, მასთან დაშორებით რომ დამთავრდეს...
მე მჯერა, რომ რაღაც აუცილებლად დაიწყება და აღარ დამთავრდება, რადგან ვფიქრობ რომ, თუ რაღაც დიდი, ნამდვილი და ჭეშმარიტი იწყება, ის არასდროს არ მთავრდება..... "
მე მჯერა, რომ რაღაც აუცილებლად დაიწყება და აღარ დამთავრდება, რადგან ვფიქრობ რომ, თუ რაღაც დიდი, ნამდვილი და ჭეშმარიტი იწყება, ის არასდროს არ მთავრდება..... "
Subscribe to:
Comments (Atom)





